პარლამენტში, სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში,
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა კვლავ დახურულია. სამუშაო ჯგუფის წევრები ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხზე მსჯელობენ. თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ამ თემაზე შეხვედრის დაწყებისას კომენტარი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამაც გააკეთა, რომლის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი არის ყველაზე მძიმე, საკვანძო, რთული და ტრაგიკული.