პარლამენტში,
სახელმწიფო
საკონსტიტუციო
კომისიის
ფარგლებში,
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა დასრულდა. დახურულ
კარს მიღმა სამუშაო ჯგუფის წევრები ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის
საკითხზე მსჯელობდნენ. გამოთქმული მოსაზრებების
შესაბამისად, მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი
პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება
განხილული.
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამაც გააკეთა,
რომლის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი არის ყველაზე
მძიმე, საკვანძო, რთული და ტრაგიკული. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ
რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი ნაბიჯი უნდა გადაიდგას
და კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში
განსაკუთრებული სტატუსი ექნება.