სიახლეები
თემურ თორდინავა ანგარიშით წარსდგა
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგთა  ანაზღაურება, 2017წელს კიდევ გაიზრდება.

ამის შესახებ  ბაგა-ბაღების  სააგენტოს ხელმძღვანელმა 2016წლის  ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თემურ თორდინავამ  ბაგა-ბაღების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლით სხდომაზე წარმოადგინა.

ანგარიშში, აქცენტები ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, ახალი ბაღების მშენებლობასა და საკადრო პოლიტიკაზე გაკეთდა.  თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმინობის შესწავლასაც გამოეხმაურა.

Print