
განხორციელდება თუ არა
საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე
რეორგანიზაციის პროცესზე.
ოფიციალური წერილით
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკანონმდებლო ორგანოს
და მთავრობას მიმართავს. იურისტები დეპუტატებს
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, სამინისტროების ხელმძღვანელი პირების
დაბარებას და მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ, ანგარიშის მოსმენის
საჭიროებაზე მიანიშნებენ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ კონტროლის
განხორციელება უწყებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით,
საჯარო მოხელეთა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლებაში გარკვეულ
რისკებს და დისკრიმინაციულ ფაქტების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო
დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა შტატების შემცირება უკვე
დაიწყო. როგორია ადრესატების პოზიცია და რა ინფორმაციას
ფლობს მესამე სექტორი უწყებებში მიმდინარე რეორგანიზაციის
შესახებ,