სიახლეები
პრემიერ-მინისტრის განცხადება
ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა
მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან
საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისი კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ასეთი
ფართო ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა პირველად ხდება.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მიღებულია პოზიტიური
შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან და თვითონ პროცესთან
დაკავშირებით.