სიახლეები
ტრენინგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების
სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის-HELP - ის ტრენერთა სწავლება გაიმართა. ამ სასწავლო პროგრამის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების -მოსამართლეების და პროკურორების და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს.
Print