საავტომობილო გზების დეპარტამენტი,
გორი
-
ვარიანი
-
ცხინვალის საავტომობილო
გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით
გათვალისწინებულია, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის საფარის
სრული რეაბილიტაცია. მონაკვეთზე არსებული ხელოვნური
ნაგებობების: 1 ხიდისა და წყალგამტარი მილების შეკეთება. ასევე,
განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთების,საველე და მოსახლეობის
ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების
და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. მოინიშნება გზის სავალი
ნაწილი და განთავსდება საგზაო ნიშნები.