სიახლეები
აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას
დაქვემდებარებული პროდუქციის
აქციზური მარკის გარეშე რეალიაციის ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით
დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა
ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო
სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი
ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. ფაქტიდან გამომდინარე საგამოძიებო
სამსახური სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს და აცხადებს რომ საბაჟო
სამსახურთან ერთად საზღვარზე კონტრაბანდის გადმოტანის ნებისმიერ
მცდელობას აღკვეთავს.