
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
ლევან იზორია ფინეთის შემდეგ
შვედეთის სამეფოს ეწვია. ქართულ დელეგაცის ორმხრივ შეხვედრაზე პიტერ
ჰულტ -ქვისტმა უმასპინძლა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის
გეგმები განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე მზად
არის შვედეთის სამეფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვოს, მათ
შორის სამხედრო განათლების კუთხით. 2017 წლის თებერვლიდან
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი
ექსპერტი ჩაერთვება და ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას
გაუზიარებს. ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, მინისტრებმა
სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც
ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან არასტაბილურ მსოფლიოში
საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში
ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს