სიახლეები
დავით ბაქრაძეს დაცვა დაენიშნა
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს  მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო პერსონალური დაცვა დაენიშნა.

დავით ბაქრაძის თანაგუნდელების ინფორმაციით, გივი თარგამაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძესაც საფრთხე ემუქრებოდა.

სწორედ ამ ფაქტორიდან და რეკომენდაციების გათვალისწინებით პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს 2017 წლის 1 დეკემბრამდე პრემიერის განკარგულებით სახელმწიფო პერსონალური დაცვა  მოემსახურება

Print