სიახლეები
აქცია ბათუმში
"ჩვენ
გვინდა
მშვიდობიანი
ცხოვრება"
-
ამ
მოთხოვნით
ბათუმში
წერეთლის
ქუჩაზე მცხოვრებლები
გარე
ვაჭრობას
აპროტესტებენ.
ადგილობრივების
თქმით
საფეხმავლო
ბილიკზე
გადაადგილება
შეზღუდულია
და
სრული
ანტისანიტარიაა.
აქციის
მონაწილეები დილიდან
ბათუმის
მერიასთან
შეიკრიბნენ
და
საკითხზე
რეგირებას უშუალოდ ქალაქის მმართველობისაგან
მოითხოვეს.
როგორც
ადგილობრივები
განმარტავენ ამ პრობლემას
უკვე
30
წელია
ებრძვიან,
მიუხედავად
ამისა
ბოლო
პერიოდში
მდგომარეობა
უფრო
გართულდა.
ბათუმის
მერიის
პრესსამსახურში
აცხადებენ,
რომ
მერი
წერეთლის
ქუჩის
მცხოვრებლებს
ამ
წუთებში
დახურულ
კარს
მიღმა
ხვდება,
კომენტარს
კი
შეხვედრის
დასრულების
შემდეგ
გააკეთებს.