უკრაინაში დაკავებული გია
ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხი ამ წუთებში კიევში
მიემგზავრება.
მან ადგილზე უკრაინული გამოძიების ხელთ არსებული ბოლო მონაცემების შესახებაც ისაუბრა კონტაქტთან და განაცხადა, რომ მეუღლის მეგობრების ინფორმაციით, გია ცერცვაძეს უკრაინის პროკურატურა გაათავისუფლებს და რუსეთის ფედერაციისთვის მისი გადაცემის საკითხი აღარ განიხილება.
ტატიანა მესხის განმარტებით, უკრაინაში გაფრენისას სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს გია ცერცვაძე დაახლოებით 20 წუთით შეაყოვნეს, თუმცა საბოლოოდ გამგზავრების უფლება მისცეს.