
ევა გოცირიძე, ალექსანდრე
ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი
სტრასბურგში საქართველოდან
წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნის შემდეგ
მთავრობაში ახალი კანდიდატების შესარჩევი პროცესი იწყება. მანამდე კი
უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე განვითარებული
მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ. ახალ კანდიდატებს
ახალი პარლამენტი წარადგენს ასეთია უმრავლესობის წევრთა შეფასებები
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ რომ საქართველოს იმიჯმა საერთაშორისო არენაზე
კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. ამ ბრალდებას უარყოფენ მმართველ
უმრავლესობაში,განცხადებები ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში
გაკეთდა.