სიახლეები
გია ცერცვაძის საქმე

ქვეყნის სიყვარულში უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ამ განცხადებით   ქართველი ოფიცრის, გია ცერცვაძის უკრაინაში დაკავების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. 
ფაქტი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც შეაფასა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს. გია ცერცვაძის მეუღლე დღეს გაემგზავრა უკრაინაში, წასვლამდე კი ტატიანა მესხი კონტაქტის კორეპონდენტს ესაუბრა.

 

Print