სიახლეები
სტრასბურგში მოსამართლეების კანდიდატები
ევროპულ სასამართლოში საქართველოს
კვოტით წარსადგენი მოსამართლეების ვინაობა რამდენიმე თვეში
გახდება ცნობილი.
მმართველი გუნდი ახალი
კანდიდატურების შერჩევის პროცესს იწყებს. ეს იურისტები ევა
გოცირიძეს, ალექსანდრე ბარამიძეს, და გიორგი ბადაშვილს ჩაანაცვლებენ,
რომლებიც ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის ბოლო
სხდომაზე დაიწუნეს. ამ ფაქტმა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში
მორიგი დაპირისპირება გამოიწვია. უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს
ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციაში
ადანაშაულებენ. რა განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში როდის
გახდება ცნობილი ახალი კანდიდატების ვინაობა და რას აცხადებენ თავად
პრეტენდენტები?