სიახლეები
გია ცერცვაძის საქმე

უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძე დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოდან უნდა გაათავისუფლონ.

იმედი ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა გამოთქვა. როგორც ქსენია პროკონოვმა აღნიშნა, რუსული მხარის ბრალდება უსაფუძვლოა. ადვოკატის თქმით, გია ცერცვაძის გასაათავისუფლებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

კიევის სააპელაციო სასამართლოში სხდომა ადგილობირივ დროით 12 საათზეა ჩანიშნული. სპეციალურად ამ  პროცესზე დასასწრებად თბილისიდან კიევში უკვე გაემგზავრა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლე.

 

Print