სიახლეები
პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები

გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის მოსაზრებებს

ამას ამ ეტაპზე, მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ და საკითხის ფართო განხილვაზე მიუთითებენ. "ქართული ოცნების" წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სასამართლოს რეფორმის გასაჯანსაღებლად პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ერთ-ერთი კარგი ინიციატივა იყო. მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაკვირვებას იწვევს, თუმცა უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობა, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ვეტო დაძლეული უნდა იყოს, თუ გათვალისწინებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის, თუმცა თუ ამიოს საჭიროება იქნება ,მისი თქმით ვეტო დაიძლევა.

 

 

Print