სიახლეები
ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლეთა კოლეგიის   გადაწყვეტილება 15 საათზე   გამოცხადდება .

სახელმწიფო  ბრალდება თავდაცვის სამინისტროს 5  ყოფილ თანამშრომელს 4  მილიონ ლარზე მეტი  სახელმწიფოს  კუთვნილი  თანხის გაფლანგვას ედავება.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
რაც დაცვის მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

Print