სიახლეები
შემთხვევა სოფელ ტუნაძეების სკოლაში
ხულოს რაიონში სოფელ ტუნაძეების სკოლის პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მოკვლევას აწარმოებს აჭარის განათლების სამინისტროც.  სკოლის დირექტორის განმარტებით,  საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელმა ხელკეტით ხუთი   პედაგოგი სცემა. ბრალდებულის, ინეზა ხარაბაძის ძმა  აცხადებს, რომ დაზარალებული პირიქით მისი დაა და ამ დრომდე ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

რა მოხდა  საჯარო სკოლაში,  მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. აჭარის განთლების სამინისტროს ინფორმაციით,  საქმის მწარმოებელს, ინეზა ხარაბაძეს სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თანამდებობის დატოვება მოუწევს.

Print