ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე
პატიმრობაში რჩება.
კიევის სააპელაციო სასამართლომ პროცესი 3 თებერვლამდე გადადო. დღეს სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე უნდა ემსჯელა, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა, დაცვის მხარეს იმედი ჰქონდა, რომ ცერცვაძეს დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. სხდომას ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.