სიახლეები
ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთ  ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა.

ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ  მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

 

Print