სასამართლომ
მანდატურს,
რომელიც
16
წელს
მიუღწეველთან
სქესობრივი კავშირის
დამყარებაშია ბრალდებული, 10 000 ლარის ოდენობით აღკვეთის ღონისძიების
სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
თემაზე რომელიც საზოგადოებისთვის ტელეკომპანია "მაესტროსგან"
გახდა ცნობილი, განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოლის მანდატურმა 2016
წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15
წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა
დაუსახლებელ ადგილზე და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.