
თბილისის საქალაქო
სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე,
მამუკა ახვლედიანი თანამდებობაზე
აღდგენას ითხოვს.
შესაბამისი სარჩელის განხილვას
სააპელაციო სასამართლო ამ წუთებში იწყებს.
ახვლედიანი პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრძანება მისი
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ძალაში დარჩა.