გიორგი ცერცვაძე თავისუფალია,
ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა კიევის წინასწარი პატიმრობის
იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გათავისუფლებას მისი მხარდამჭერები ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე ელოდნენ თუმცა, მოსამართლემ სასამართლოში საჭირო დოკუმენტის დაგვიანების გამო სხდომა 3 თებერვლისთვის გადადო.
ცერცვაძის გათავისუფლებას უკრაინის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, იური ლუცენკოს თქმით უკრაინა თავისიანებს არასდროს ყიდის მაშინაც კი თუ ეს ადამიანი ქართველია, ცერცვაძის ადვოკატის, ქსენია პროკონოვას განცხადებით, ვიცე პოლკოვნიკის გათავისუფლების პარალელურად, მეორე ეტაპია გასავლელი, რომ ის რუსეთს არ გადასცენ.
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს, რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაშს ედავება, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13ი წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.