სიახლეები
მამუკა ახვლედიანის საქმე
თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ყოფილი თავმჯდომარის  მამუკა ახვლედიანის
სარჩელზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო  31 იანვარს    გამოაცხადებს.  ახვლედიანი    იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მის   მიმართ    წაყენებული  ბრალდებების, რომელიც  ეთიკური  ნორმების დარღვევას  გულისხმობს, გაბათილებას  ითხოვს, საპირისპირო არგუმენტები აქვთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ახვლედიანის მხრიდან, თვითნებურად მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიუთითებენ.  მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ქართული მართლმსაჯულების იმედი არ აქვს და მისი მთავარი მიზანია  საქმე  სტრასბურგის სასამართლომდე  მივიდეს.
Print