სიახლეები
სასამართლომ მანდატურს გირაო შეუფარდა
ათიათას ლარიანი გირაო
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის.
ასეთია ზესტაფონის რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილება. „მაესტრო“ აგრძელებს თემას, რომელიც
საზოგადოებისთვის ცნობილი „კონტაქტის“ ეთერიდან გახდა. საქმეზე
განცხადება პროკურატურამაც გააკეთა, ცნობილია, რომ პროკურატურა
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა,
თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სწორედ სასამართლოს
გადაწყვეტილება გახდა საზოგადოების განსჯის საგანი.
იურისტები სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულ საფრთხეებს
ხედავენ, სახალხო დამცველი კი ამბობს, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილება, მაშინ როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება უფრო
სენსიტიური უნდა იყოს.