სიახლეები
NATO-ს სამიტში მონაწილეობა
NATO-ს მომავალ სამიტში საქართველო
მონაწილეობას არ მიიღებს.
გადაწყვეტილებას საპარლამენტო
უმცირესობის მხრიდან მკვეთრი შეფასებები მოჰყვა. არასაპარლამენტო
ოპოზიციის წარმომადგენლები კი, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ
ნატოს სამიტში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით
უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. ამ განცხადებას ეროვნული
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გამოეხმაურა. ვანო მაჭავარიანის
განმარტებით, უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა,
სადაც ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს დღის წესრიგში ძალიან
აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის თემა განიხილება