საკითხის დაყენებას ითხოვს და ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, რუსეთი ცერცვაძით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ სამხედროზე მონაცემები გასცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე ამ საკითხებზე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
ლევან ბეჯაშვილი საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს და ამბობს, რომ საზოგადოებას პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს. ამ განცხადებას დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ეკა ბესელიას თქმით, საკითხის ამგვარად დასმას სწორი სამართლებლივი საფუძველი სჭირდება.