ევროპის საბჭოს გენერალური
მდივანი საქართველოშია.
ვიზიტის ფარგლებში ტორბიორნ იაგლანდი დილიდან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტროში კი პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა.
მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოვიდნენ.