სიახლეები
ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოხერხდა.  ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობდა. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმა მთელი შენობა და სავარაუდოდ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბითუმო ბაზრობაც დააზარალა. ამ დროისთვის კვლავ უცნობია  ხანძრის გამომწვევი მიზეზები საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

Print