გაიმართა დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტში. საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნაკადულის კალმახის გადასარჩენად ნაკადულის კალმახის საშენი პროექტი 300 000 ლარით დააფინანსეს.
ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ, ამ სახეობის გადასარჩენად პროექტი 2016 წელს წამოიწყო. საჩხერის რაიონში ნაკადულის კალმახის საშენი მოეწყო, სადაც ნაკადულის კალმახის 130-მდე ეგზემპლარია შეყვანილი და თევზის ქვირითის ინკუბატორია დამონტაჟებული.