სიახლეები
ბრიფინგი ენმ-ს ოფისში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
წევრები ნუგზარ წიკლაური და ბესო შენგელია სამხედრო
სამსახურიდან
გაშვებული ჯარისკაცების საქმეს
აფასებენ. მათი განმარტებით, თავდაცვის სამინისტროში მასობრივი
გათავისუფლებები გრძელდება. მათი განმარტებით, ეგრეთწოდებული
შემცირებების პროცესმა უკვე საგანგაშო მასშტაბებს
მიაღწია. გათავისუფლებები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა პირველ
ეტაპზე 1000 -მა მეორეზე კი 1800 ადამიანმა დაკარგა სამუშაო
ადგილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, მესამე ეტაპზე
3000 ადამიანი გათავისუფლდება უწყებიდან.