დილიდან კი ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება. როგორც გაერთიანების ერთერთმა ლიდერმა უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიას შეიძლება სახელწოდება შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალურად ფართოდ იყოს წარმოდგენილი. კერძოდ, კანდიდატი პარტიას ეყოლება ყველა ძირითად ქალაქში, ასევე კანდიდატები ეყოლება რაიონებშიც. უგულავას შეფასებით, პარტია იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, მათი მოსაზრებით სწორედ „ევროპული საქართველოა“.