სიახლეები
ირაკლი კობახიძის განცხადება

რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ გატარდა

და ადგილი ჰქონდა გარკვეულ მცდელობას ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების ფაქტს.

ირაკლი კობახიძემ განცხადება ცოტა ხნის წინ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა აპირებს მმართველი გუნდი.დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს თუ გაიზიარებს მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ შენიშვნებს. რამდენიმე დღის წინ  გიორგი მარგველაშვილმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ სხვა პროექტებს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

 

Print