სიახლეები
უამინდობა დასავლეთ საქართველოში
მესამე დღეა თოვს იმერეთში. უხვმა ნალექმა ზემო იმერეთის 
რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ათობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასევე რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ ხდება საუბნო გზების გაწმენდა. ზემო იმერეთისგან განსხვავებით მძიმე ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქუთაისში, მერიის შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ 24 საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და პერიფერიული ქუჩების გაწმენდა.
Print