სიახლეები
ევროსაბჭოს გენ. მდივნის ვიზიტი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ტორბიორნ იანგლანდი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს  აქცენტები გაკეთდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესზე და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტორბიორნ იანგლანდი დღესვე შეხვდება  საქართველოს პრემიერ მინისტრს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამუშაო ვიზიტი კი პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდება.

Print