აფხაზეთის არაღიარებული სახელმწიფოს ე.წ. ეროვნული ბანკის დელეგაციამ 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ოკუპირებულმა აფხაზეთმა საკუთარ სტენდზე მონეტები და ეროვნული სიმბოლოები გამოფინა.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი ავრცელებს.. ინფორმაცია გავრცელდა ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებებითაც. ოფიციალურ თბილისს კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია, საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ საგარეო უწყება შესაბამისი რეაგირებისთის ემზადება.