დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესის დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს სახელმწიფო ბრალდების მხარემ მიმართა, მოტივად კი საქმეში არასრულწლოვანის ფიგურირება დასახელდა. პროკურორის განცხადებით, მტკიცებულების მოკვლევის ეტაპზე, შესაძლოა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დარღვეულიყო. პროცესის დახურვის მომხრე იყო, ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატიც. ბექა შენგელიას დამცველი კი პროცესის საჯაროდ განხილვის მომხრეა. როგორც პროკურორი აცხადებს, სახელმწიფო ბრალდება პროცესის დახურვის შუამდგომლობას, შემდეგ პროცესზეც მოითხოვს, სადაც სამართალდამცავი უწყებებისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორი პირია ბრალდებული.