საპატრულო პოლიციის აეროპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ დადუნაძე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, საპატრულო პოლიციის დირექტორს და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს დისკრიმინაციაში, სისტემაში არაჯანსაღი სიტუაციის შექმნასა და მმართველი გუნდის მიმართ დადებითად განწყობილი თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებს. დადუნაძის ბრალდებებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ უპასუხა . ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ - შსს არის სრულიად აპოლიტიკური ორგანო, - მაჭავარიანის თქმით, შსს-ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა ნაწილი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და მათ შორის იყო ვახტანგ დადუნიძეც.