სიახლეები
ირაკლი კობახიძის განცხადება
უპრეცედენტო რეფორმა, და რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა

ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე  ვეტოს დადებას.
ირაკლი კობახიძეს  დღეს არ დაუკონკრეტებია,  რას აპირებს მმართველი გუნდი,დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, თუ გაიზიარებს მის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ შენიშვნებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე დადებული ვეტოს შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან არაკონსტრუქციულ კრიტიკაზე საუბრობენ. ანა დოლიძე მზადყოფნას გამოთქვამს ამ კანონზე პარლამენტის წევრებთან შინაარსობრივი დისკუსია აწარმოოს.

Print