
დიდთოვლობა საქართველოს
რეგიონებში.
უკვე მესამე დღეა თოვს იმერეთში.
უხვმა ნალექმა ზემო იმერეთის რამდნიმე სოფელში პრობლემები შექმნა.
ათობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასევე რთული რელიეფური
მდებარეობის გამო ვერ ხდება საუბნო გზების გაწმენდა. ზემო იმერეთისგან
განსხვავებით, მძიმე ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქუთაისში.
თოვს აჭარაშიც.
დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს
ბათუმში ელექტროენერგიის შეზღუდვაც დაემატა.
უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში
სასწავლო პროცესი ჩაიშალა. რაც შეეხება გზებს - რეგიონში ახალციხე
ბათუმის მიმართულებით შეზღუდვებია დაწესებული.