„ბავშვთა
სამყაროში“
ცეცხლის
ახალი
კერები
გაჩნდა.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვალიანებაა. შენობაში შესვლას ვერ
ახერხებენ მაშველები, ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრის
კონსტრუქცია დააზიანა და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობს. სამაშველო
სამსახურის წარმომადგენლები ცეცხლის ახალ კერებს გარე პერიმეტრიდან
ებრძვიან.
დღეს დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და დაზარალებულებს
შორის, დაზარალებულები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რა დროსაც შენობის
ფასადის ერთ ნაწილი ჩამოიშალა. სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“
ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. სწორედ
ალდაგში იყო დაზღვეული სავაჭრო ცენტრის შენობა და იქ განთავსებული
ობიექტები.