საქართველოს პრეზიდენტმა
კანადაში, კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები
დანიშნა.
2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.