სიახლეები
მძღოლების ბრალდებები შსს-ს

დასაჯა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლები.

უწყებას და სახელმწიფოს ამ ბრალდებას  - ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი უყენებს.

მისი ინფორმაციით, აქციაში მონაწილე სამ მძღოლს მართვის მოწმობები ჩამოერთვა.  ვასილ ურუშაძის მტკიცებით,  დასჯილი სამი მძღოლის საქმეზე შედგენილ ოქმებში მითითებულია, რომ ამ მძღოლებმა 10 დეკემბერს აქციაში მონაწილეობის დროს დაარღიეს მოძრაობის წესები.

გაერთიანების ხელმძღვანელი მხარდამჭერებთან ერთად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მძღოლები მიზანმიმართულად პროტესტის გამოხატვის გამო დასაჯა.

ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კანონდარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ არსებობს დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტები.

 

 

Print