რამდენიმე დღიანი უწყვეტი თოვის
შემდეგ ქუთაისში ყინვები დაიწყო.
ღამით ტემპერატურამ - 9 გრადუსს მიაღწია. დაბალი ტემპერატურა ქუთაისში დღის განმავლობაშიც შენარჩუნდა. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, რათა ცენტრალური და პერიფერიული ქუჩების გაწმენდა მოხდეს. დაბალი ტემპერატურის გამო, მოყინულია ქუჩები, რის გამოც "სპეციალური სერვისები" გზებზე ტექნიკურ მარილს ყრის.