შემოსავლების სამსახური
მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობებს ჩამოაწერს .
ეს გადაწყვეტილება დღეს, თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომის პარალელურად გახდა ცნობილი. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს გარდა ეროვნული ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ბანკების ასოციაციისა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიასთან თათბირზე დღეს დაზარალებულთა დახმარების გზები განიხილებოდა .