სიახლეები
კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადება
ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „ეს შენ გეხებას“

წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კამპანია ”ეს შენ გეხება” - ფარული მოსმენების საკითხზე მმართველი პარტიის კანონპროექტს აკრიტიკებს. არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი  ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს ქმნის . კამპანია „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულვებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მესამე სექტორი მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია. უფრო კონკრეტულად რას აპროტესტებენ არასამთავრობოები.

Print