სიახლეები
სოზარ სუბარმა დევნილები მოინახულა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, ყოფილი სასტუმროს "მთის ბროლისა"
და "ზესხოს" შენობებში შესახლებული დევნილები მოინახულა. აღნიშნული კორპუსები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ავარიულია, რის გამოც მინისტრის გადაწყვეტილებით, 70-მდე ოჯახი რამდენიმე კვირაში მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში შესახლდებიან. მინისტრის თქმით, ქუთაისში 25, 16 სართულიანი კორპუსი დევნილებისთვის აშენდება, რის შედეგადაც ქალაქში საცხოვრებელი სახლით დაუკმაყოფილებელი დევნილი აღარ დარჩება.
Print