დასაჯა თუ არა შინაგან საქმეთა
სამინისტრომ საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლები.
უწყებას და სახელმწიფოს ამ ბრალდებას - დაჯარიმებული მძღოლები და ტრანსპორრტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი უყენებს.
ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, აქციაში მონაწილე სამ მძღოლს მართვის მოწმობები ერთი წლით ჩამოერთვა. მისივე მტკიცებით, დასჯილი სამი მძღოლის საქმეზე შედგენილ ოქმებში მითითებულია რომ ამ მძღოლებმა 10 დეკემბერს, აქციაში მონაწილეობის დროს დაარღვიეს მოძრაობის წესები. გაერთიანების ხელმძღვანელი მხარდამჭერებთან ერთად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლები მიზანმიმართულად პროტესტის გამოხატვის გამო დასაჯა. ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყებამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულ კანონდარღვევაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მძღოლებმა მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა დაადასტურეს.