სიახლეები
ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ - მოვაჭრეების მოთხოვნა და მერიის შეთავაზება
ბავშვთა სამყაროში არსებული ყველა სეიფი უკვე გახსნილია. 

შენობიდან გასატანია მხოლოდ დახლზე დარჩენილი ნაკეთობები , რომლის გატანაც ხვალ ათი საათიდან დაიწყება. ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა შენობაში დღეს დილიდან  დაიწყო. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება, ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, განაცხადა. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე  ტეროტორიაზე კი კვლავ მეხანძრეები მუშაობენ - ცეცხლის კერები შენობის სარდაფში ისევ არსებობს.

Print